დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შემოიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ყველაფერი სწორედ აქამდე მივიდოდა, თუმცა მათ არავინ უსმინა. - ასე ეხმაურება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობა.

"ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა — მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს — შეაჩეროს ეს სიგიჟე, სანამ კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება.

იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას." - წერს ჯეი დი ვენსი X-ზე.