იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკება უნდა დაიწყოს სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, საღ აზრს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს ბრალდებებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთის მიმართ „დაშოშმინებას” წარმოადგენს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად. ეს იქნებოდა „დაშოშმინება” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინელებს გამარჯვების რეალური გზა აქვთ. მათ ეს გზა არ აქვთ, ამიტომ ეს დაშოშმინება არ არის.
რამდენადაც ვხვდები, „დაშოშმინების“ შესახებ ბრალდებები რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობა. პირველი არის კრიტიკა იმისა, რომ ჩვენ საერთოდ ვსაუბრობთ რუსებთან. პრეზიდენტს სჯერა, რომ დიპლომატიის საწარმოებლად თქვენ რეალურად უნდა ესაუბროთ ხალხს. ამას ადრე სახელმწიფო მოღვაწეობას უწოდებდნენ; მეორე იდეა – ხშირად ყალბ მედიარეპორტაჟებზე დაყრდნობით – რომ ჩვენ „რუსებს ყველაფერი მივეცით, რაც სურდათ“; მესამე, რომ თუ ჩვენ დახმარების კიდევ ერთ პაკეტს მივიღებდით, უკრაინა მოსკოვამდე მივიდოდა, ნავალნის მკვდრეთით აღადგენდა და რუსეთს დემოკრატიულ და თავისუფალ ლიდერს დაუსვამდა (მე ვაზვიადებ, მაგრამ მხოლოდ ცოტათი). ყველა ეს არგუმენტი აშკარად მცდარია“, – წერს ჯეი დი ვენსი.
In this thread I'll respond to some of what I've seen out there. Let's start with Niall:
— JD Vance (@JDVance) February 21, 2025
1) On the general background, yes, you have been more right than wrong on a lot of the details of the conflict. Which is why I'm surprised to hear you call the administration's posture… https://t.co/w7OQemI3R7