სასამართლოში ჯასტინ ტიმბერლეიკის საპროცესო საქმე დასრულდა. პოპ ვარსკვლავს ბრალად ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ედებოდა, ის ნიუ-იორკის სასამართლოში გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.

მოსამართლემ ცნობილ მომღერალს 800 დოლარამდე ჯარიმა და 25 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დააკისრა.

„ერთი ჭიქის დალევის შემთხვევაშიც კი ნუ დასხდებით საჭესთან, ეს არის შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, მაგრამ იმედი მაქვს, ვინც ახლა მიყურებს და მისმენს, ჩემს შეცდომაზე ისწავლის",- განაცხადა მომღერალმა.

გრემის ათგზის გამარჯვებული მსახიობი 18 ივლისს დააკავეს, პოლიციის განცხადებით ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.