იტალიის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო 98 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Politico იტყობინება.

ნაპოლიტანო სხვადასხვა დროს იყო იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, 2006-2015 წლებში კი, ზედიზედ ორი ვადით, იტალიის პრეზიდენტი.

ჯორჯო ნაპოლიტანოს გარდაცვალების გამო მის ახლობლებსა და ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.