იტალიის სასამართლომ ჟურნალისტს 5 000 ევროს ჯარიმა დააკისრა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის სიმაღლესთან დაკავშირებით დამცინავი პოსტების გამო.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
ჟურნალისტმა ჯულია კორტეზემ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ჯორჯია მელონის ფოტო ბენიტო მუსოლინის ფონზე.
მელონიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „დამუშავებული ფოტო“ იყო „უაღრესად სერიოზულია“ და თავის ადვოკატს ჟურნალისტის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღება დაავალა.
ჟურნალისტმა მელონის უპასუხა: „ვერ შემაშინებ, ჯორჯია მელონი. თქვენ მხოლოდ 1.2 მეტრი სიმაღლის ხართ. ვერც კი გხედავთ“.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტის რეპლიკა სხეულის ნიადაგზე შერცხვენას წარმოადგენდა.
თარგმანი: იმედი