იტალიაში, კორონავირუსის გამო მაღაზიები, ბარები და რესტორნები დაიკეტება

1584005196
იტალიაში, ახალო კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით დაკეტავენ მაღაზიებს, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ამის შესახებ თავის მიმართვაში ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე აღნიშნავს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ზომები ძალში 25 მარტიდან შევა. კონტემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის გაჩერებულია ბარების, პაბებისა და რესტორნების მუშაობა. აგრეთვე დაიკეტება სილამაზის სალონები.
კონტეს თქმით, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები არ შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია თავის თანამშრომლების კორონავირუსისგან დაცვას დაპირდება. აგრეთვე იმუშავებენ საგაზეთო ჯიხურები, ფოსტა, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
კონტეს თქმით, საკვები პროდუქციის დეფიციტი არ იქნება, ამიტომ არ არის აუცილებელი ასეთი პროდუქციის მომარაგება. როგორც იგი აღნიშნავს, აღნიშნული ზომების მირების პოზიტიური შედეგი მალევე არ გამოჩნდება, ეს ორი კვირის შემდეგ გახდება ნათელი.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 11 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 12 462 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო დაღუპულია 827 ადამიანი.