იტალიის სტატისტიკური სამსახურის 2022 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლების თანახმად, იტალიაში შობადობის მაჩვენებელი ყველა დროის ყველაზე დაბალ დონეზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი კვლავ მაღალია.
2022 წელს იტალიაში ახალშობილთა რაოდენობამ ყოველ 1000 მოსახლეზე 6,7 შეადგინა, სულ კი 392 598.
გაერთიანებული იტალიის ისტორიაში (1862 წლიდან 1922 წლის ჩათვლით) პირველად დაფიქსირდა 400 ათასზე ნაკლები ახალშობილი.
კვლავ მაღალ დონეზე დარჩა და 12.1 შეადგინა სიკვდილიანობამ. სულ გასულ წელს იტალიაში 713 499 კაცი გარდაიცვალა.
იტალიის მოსახლეობა გასულ წელს 179 416-ით შემცირდა და 58 მილიონ 850 ათას 717 გახდა (იტალიის გაერთიანების დროს მოსახლეობის რიცხოვნობა 26 მილიონ 328 ათასი იყო).
უცხოელთა რაოდენობა იტალიის მოსახლეობაში წინა წელთა შედარებით 4%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადასცდა.
იტალიაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას კაცებისთვის 80,5 წელს შეადგენს, ქალებისთვის83 წელს, საშუალოდ კი 82,6 წელს შეადგენს.
იტალიის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 100 წელზე მეტი ასაკის მოსახლეთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 22 ათასი გახდა.
იტალიელთა საშუალო ასაკი 46,4 წელია.
65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 24%-ს შეადგენს.




