ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება.

"უკრაინის ჯარებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილსა და ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილებს შორის სასაზღვრო ზონაში. უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ ნოვოპროკოპოვკის, მალაია-ტოკმაჩკისა და ოჩერეტუვატეს მიმართულებით ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, ასევე უროჟაინოსა და რაბოტინოს რაიონში. ისინი განაგრძობენ საიერიშო ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით", – აცხადებენ ISW-ში.

ISW-ის ინფორმაციით, ამ რაიონში მოიპოვება რუსეთის ჯარები, რომლებიც ჯერ არ არის ამოქმედებული:

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის თავდაცვითი პოზიციების შემდგომი ეშელონი შეიძლება, უფრო ნაკლებად გამაგრებული იყოს, ვიდრე ისინი, რომლებშიც უკვე შეაღწიეს უკრაინის ჯარებმა ჩრდილოეთით".

"რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი ძალები და რესურსები დახარჯეს ზოგიერთი იმ თავდაცვითი პოზიციის შენარჩუნებაზე, რომლებსაც არღვევენ ამჟამად უკრაინის ჯარები. ამიტომ არ არის ნათელი, შეინარჩუნებენ თუ არა რუსები მათ ხელთ არსებულ უპირატესობებს, თუკი ვერ შეძლებენ თავდაცვის შემდეგ დონეებზე ამდენივე რესურსისა და პირადი შემადგენლობის გაგზავნას", ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.