ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად (ISW), რუსეთმა უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმების ქვედანაყოფები გადაისროლა.

ექსპერტების აზრით, რუსეთი ამგვარად ცდილობს უკრაინის ჯარის ნაწილების ყურადღება ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უბნებიდან მოსაზღვრე კურსკის ოლქის რაიონებისკენ გადაიტანოს.

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი 19 მაისს იუწყებოდა, რომ მე-3 და 22-ე სპეციალური დანიშნულების რაზმების დანაყოფები კურსკის ოლქში რუსეთმა უკრაინელი პარტიზანების დივერსიული საქმიანობის აღკვეთისა და რუს ჯარისკაცებს შორს საბრძოლო სულისკვეთების გაზრდის მიზნით გადაისროლა.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ მანამდე მე-3 ქვედანაყოფი ლუგანსკის ოლქში კრემენას რაიონში იმყოფებოდა, 22-ე ქვედანაყოფი კი განლაგებული იყო ზაპოროჟიეს ოლქში ორეხოვოს რაიონში.

"გაუგებარია, რატომ მიიღო რუსეთის ხელმძღვანელობამ ფრონტის აქტიური უბნებიდან ქვედანაყოფების გაყვანის გადაწყვეტილება.

სავარაუდოდ, ამ ქვედანაყოფებმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკარგები განიცადეს საბრძოლო მოქმედებებისას. ამ ქვედანაყოფების გადასროლა მოსაზღვრე რაიონებში, სავარაუდოდ არ მოიტანს სასურველ საინფორმაციო ან ოპერატიულ ეფექტს", - აღნიშნავენ ISW-ში.