ისრაელში ტყის ხანძარს ებრძვიან. იერუსალიმის მახლობლად მასშტაბური ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის თავდაცვის ძალები მონაწილეობენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, რვა თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია ისრაელის პოლიციაც.

ამასთან, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს ტერიტორიებიდან, სადაც საფრთხე არსებობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების კოორდინაციის მიზნით შექმნილ სამეთაურო ცენტრში იმყოფება.

თარგმანი: პირველი არხი