ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ყუდსის ძალების 16 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს, რომლებსაც რეჟიმი ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციისთვის "იარაღის მისაწოდებლად იყენებდა."
არმიის განცხადებით, მეჰრაბადის აეროპორტს ყუდსის ძალები "ახლო აღმოსავლეთში რეჟიმის ტერორისტული პროქსი ძალების შეიარაღებისა და დაფინანსებისთვის ცენტრალურ ჰაბად იყენებდა."
"იარაღითა და ფულით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტიდან მრავალჯერ აფრინდა და რეგიონის სხვადასხვა ნაწილში დაეშვა, რათა მისით ირანული ტერორისტული რეჟიმის მარიონეტულ ძალებს ესარგებლათ." - განაცხადა IDF-მა.
IDF-ის მიხედვით, 16 თვითმფრინავის გარდა იერიშების ფარგლებში დაარტყეს აეროპორტში განლაგებულ სხვა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურასაც და ასევე რამდენიმე ირანულ ავიაგამანადგურებლებს, რომლებმაც "საფრთხე შეუქმნეს ირანის საჰაერო სივრცეში მოქმედ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს."








