ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, კრემლში შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა. ამის შესახებ ნაფტალი ბენეტმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
ბენეტი მედიატორობას უკრაინის მოთხოვნით დათანხმდა, ამისთვის იუდეველებისთვის წმინდა შაბათის წესიც დაარღვია და ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაემგზავრა.
ბენეტის მოსკოვში 2022 წლის 5 მარტს ჩაფრინდა - "ზელენსკის მოშორება ეს ყველაზე რთულია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. მე ვიცოდი, რომ ზელენსკის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და რომ ის ბუნკერში იყო, რუსებმა არ იცოდნენ ბუნკერის მდებარეობა. რაღაც მომენტში მე ვუთხარი პუტინს: ამასთან დაკავშირებით რა ხდება, შენ აპირებ ზელენსკის მოკვლას? მან მიპასუხა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა",- ამბობს ბენეტი.
ისრაელი ყოფილი პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ მან დაურეკა ვოლოდიმირ ზელენსკის და უთხრა, რომ პუტინი მის მოკვლას არ აპირებდა. ბენეტი ამბობს, რომ მასთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ საკუთარ კაბინეტში ვიდეო მიმართვა ჩაწერა.