ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტ ირანულ სამიზნეს, მათ შორის, სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ცაჰალის" ცნობით, ცენტრალურ და დასავლეთ ირანში მდებარე სამიზნეებს შორის იყო დრონების წარმოებისა და გაშვების ადგილები, ბალისტიკური რაკეტების სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანში "მასშტაბური დარტყმის" შედეგად ირანელი სამხედრო ლიდერების დიდი ნაწილი დაიღუპა და აფეთქებების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

როგორც CNN წერს, ვიდეოსა და დარტყმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თეთრ სახლს მიმართეს.