ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით,“ჰამასმა“ ღაზას სექტორზე კონტროლი დაკარგა.

„არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. ისრაელის არმია ყველგან წინ მიიწევს. ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ“, - აღნიშნა გალანტმა.

გუშინ საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, "ღაზას რანტისის საავადმყოფო დაარბიეს, რადგან იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ".

„საავადმყოფოს ქვეშ მდებარე სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი“, - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.