ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში, საერთო ჯამში, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 700 მებრძოლი.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, ლიკვიდირებულ პირებს შორის ელიტური „რადვანის ძალების“ წევრებიც არიან.

ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით კი, 2 მარტის შემდეგ, კონფლიქტის განახლებიდან დაღუპულია, სულ მცირე, 1072 ადამიანი.