ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო დრონი, რომელიც ლიბანის სანაპირო წყლებიდან ისრაელის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ეინ ჰამიფრაცის თავზე, აკოს სამხრეთით ჩაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ეინ ჰამიფრაცსა და კფარ მასარიკში განგაშის სიგნალი ჩაირთო - როგორც ჩანს, მას რეაგირება ჰქონდა რა დრონზე, არამედ რაკეტაზე, რომელიც „რკინის გუმბათმა ჩაჭრა.

ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის სამხედროების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ორი დარტყმის შესახებ.

ერთი მათგანი მიმართული იყო ისრაელის საჰაერო ძალების ქვედანაყოფებზე, რომლებიც განლაგებულია ჰაცერიმის ბაზაზე, მეორე კი ისრაელის არმიის სინაის დივიზიის შტაბ-ბინაზე, რომელიც მდებარეობს ტასლიმის ბაზაზე.