ასეთ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე აქვეყნებს.

„უკრაინის მიერ სამშაბათს, 28 აპრილს, საღამოს, იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნა მნიშვნელოვან ფაქტობრივ ხარვეზებს შეიცავდა და არ ჰქონდა დართული რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება.

ისრაელის პოლიცია, ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის პროკურატურას დამატებითი ინფორმაციისა და დამადასტურებელი მტკიცებულებების მიწოდების მოთხოვნით დაუკავშირდა.

ამასობაში, ჩვენ გვაცნობეს, რომ გემმა, რომელიც მომავალ კვირას პორტში უნდა შესულიყო, გადაწყვიტა ისრაელის ტერიტორიული წყლების დატოვება.

ისრაელი კანონის უზენაესობას იცავს და მისი ხელისუფლება ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ისრაელის პორტ ხაიფაში სავარაუდოდ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე მოწეული მარცვლეულით დატვირთული გემის შესვლას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ X-ზე საპროტესტო ტვიტის გამოქვეყნება მოჰყვა.