ისრაელის პორტ ხაიფაში სავარაუდოდ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე მოწეული მარცვლეულით დატვირთული გემის შესვლას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ X-ზე საპროტესტო ტვიტის გამოქვეყნება მოჰყვა.
„უკრაინა-ისრაელის მეგობრული ურთიერთობები პოტენციურად სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ ეს ურთიერთობები არ უნდა შეაფერხოს.
ძნელი გასაგებია ისრაელის მხრიდან უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე სათანადო რეაგირების არარსებობა ჰაიფაში მოპარული საქონლის მიმწოდებელ წინა გემთან დაკავშირებით.
ახლა, როდესაც კიდევ ერთი ასეთი გემი ჩავიდა ჰაიფაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ისრაელს, რომ არ მიიღოს მოპარული მარცვლეული და არ დააზიანოს ჩვენი ურთიერთობები.
ამ კონტექსტში, ჩვენ ხვალ დილისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე ოფიციალურად გამოძახებულ ისრაელის ელჩს წარვუდგენთ საპროტესტო ნოტას და მოვითხოვთ შესაბამის ზომებს“, - დაწერა X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.
Friendly Ukrainian-Israeli relations have the potential to benefit both countries, and Russia’s illegal trade with stolen Ukrainian grain should not undermine them.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) April 27, 2026
It is difficult to understand Israel’s lack of appropriate response to Ukraine’s legitimate request regarding the…
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, უკრაინელი კოლეგის მიერ მოპარული მარცვლეულის გადამტანი გემისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების შესახებ პასუხი ასევე X-ზე ატვირთა:
„ძვირფასო მინისტრო,
დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობარ ქვეყნებს შორის, არ წარიმართება Twitter-ის ან მედია საშუალებების მეშვეობით.
ბრალდება არ წარმოადგენს მტკიცებულებას.
ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ არ არის წარმოდგენილი.
თქვენ იურიდიული დახმარებისთვისაც კი არ გითხოვიათ, სანამ მედიასა და სოციალურ ქსელებს მიმართავდით.
საკითხი განხილული იქნება.
ისრაელი არის სახელმწიფოა, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და მას ჰყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები.
ისრაელის ხელისუფლების ყველა ორგანო იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.
Dear Minister,
— Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) April 27, 2026
Diplomatic relations, especially between friendly nations, are not conducted on Twitter or in the media.
Allegations are not evidence.
Evidence substantiating the allegations have yet to be provided.
You did not even submit a request for legal assistance before… https://t.co/3pWztyRMyk
საკითხის წინაისტორია ასეთია:
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გემი „პანორმიტისი“ ხაიფაში კრასნოდარის მხარეში მდებარე პორტ აბიკნსკიდან ჩავიდა და მას უკრაინის საზღვარი არ დაურღვევია. თუმცა, მასზე მარცვლეული გადაიტვირთა გემებიდან, რომლებიც აბინსკში ქერჩიდან და ბერდიანსკიდან ჩავიდნენ. უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის არის აღძრული და ამ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, სადაც გემი შევიდა.
ისრაელმა უარი თქვა უკრაინის მოთხოვნაზე საერთაშორისო იურიდიული დახმარების შესახებ წინა საქმეში, რომელიც ეხებოდა გემ „აბინსკს“. უკრაინელი დიპლომატების ცნობით, მიწოდებული ინფორმაციისა და მხარეებს შორის კონტაქტების მიუხედავად, გემს 12-დან 14 აპრილამდე პერიოდში ხაიფას პორტში გადმოტვირთვის უფლება მიეცა. „აქსიოსის“ ისრაელელი ჟურნალისტის ინფორმაციით, უკვე ამის შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული გემი, რომელზედაც მოპარულ უკრაინულ მარცვლეული იყო, უკვე გავიდა ხაიფიდან და მისი დაკავება შეუძლებელი იყო.
ისრაელის გამოცემა „ჰაარეტცი“ აღნიშნავს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „პანორმიტისამდე“ ხაიფაში მხოლოდ წელს მოპარული უკრაინული ხორბლის ოთხი პარტია შეიტანეს.




