ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
შაბათს, ისრაელის სამხრეთ ქალაქებზე, დიმონასა და არადზე, ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან 11 მძიმე მდგომარეობაშია. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერ შეძლეს მინიმუმ ორი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება.
ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ დარტყმები მიმართული იყო ისრაელის ბირთვული კვლევის ცენტრისკენ, რომელიც დიმონადან დაახლოებით 10 კილომეტრში და არადიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და განხორციელდა ნატანზში მდებარე ურანის გამდიდრების ქარხანაზე იმავე დღეს მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ.
ირანმა თავდასხმაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფენ რაიმე კავშირს.
ნეგევში მდებარე შიმონ პერესის ბირთვული კვლევების ცენტრი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისრაელის დიდი ხნის განმავლობაში საეჭვო ბირთვული იარაღის პროგრამაში, რომლის არსებობასაც იერუსალიმი თავისი პოლიტიკის ფარგლებში არც ადასტურებს და არც უარყოფს, - წერს timesofisrael-ი.




