ამის შესახებ ისრაელის და ირლანდიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ისრაელი საგარეო საქმეთა მინისტრმა გედეონ საარმა დღეს განაცხადა, რომ ირლანდიის მთავრობის „უკიდურესად ანტიისრაელური პოლიტიკის“ გამო ისრაელი დახურავს თავის საელჩოს ირლანდიაში.
საარის თქმით, „ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა"“.
„ანტისემიტური ქმედებები და რიტორიკა, რომელსაც ირლანდია ახორციელებს ისრაელის წინააღმდეგ, ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმაციასა და დემონიზაციას და ორმაგ სტანდარტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირლანდიის პრემიერ მინისტრმა საიმონ ჰარისმა გადაწყვეტილებას „უაღრესად სამწუხარო“ უწოდა.
„მე სრულიად უარვყოფ პრეტენზიას, რომ ირლანდია არის ისრაელის წინააღმდეგ. ირლანდია მხარს უჭერს მშვიდობას, ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართალს" - წერს x-ზე საიმონ ჰარისი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელ მარტინმა ასევე გააკრიტიკა ისრაელის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ირლანდია არ აპირებს ისრაელში საელჩოს დახურვას, - წერს irishtimes-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელში მისი მონაწილეობის გამო გადადგა და იქვე მიუთითებს:
„ისრაელის არცერთი საელჩო ევროკავშირში ან ნორვეგიაში, რომელმაც ასევე აღიარა პალესტინის სახელმწიფო ირლანდიასთან და ესპანეთთან ერთად 2024 წლის მაისში, არ იხურება".
ისრაელის პრესა აღნიშნავს, რომ გედეონ სარმა იმავდროულად ასევე განაცხადა მოლდოვაში საელჩოს გახსნის შესახებ.
მოლდოვაში, ქვეყანაში, რომელსაც უკვე აქვს საელჩო ისრაელში, საელჩო სავარაუდოდ მომავალ წელს გაიხსნება, ამჟამად კი მიმდინარეობს საელჩოსთვის ადგილის და ელჩის კანდიდატურის შერჩევა, - იუწყება ისრაელის პრესა.