ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ასეულობით ჯარისკაცი ალ უდეიდის საჰაერო ბაზას ტოვებს, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს რეჟიმის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ დარბევაზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს.
წყაროების ცნობით, ალ უდეიდის საჰაერო ბაზის ჯარები ირანში ოპერაციის შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით რეგიონში სხვა სამხედრო ბაზებსა და სასტუმროებში გადაადგილდებიან, - იუწყება „ენბისი ნიუსი“.
ირანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დარტყმის შემთხვევაში, რეგიონში აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ბაზები შეიძლება სამიზნედ იქცეს.
„ჩვენი ლეგიტიმური სამიზნეები იქნება ამერიკული სამხედრო და საზღვაო ცენტრები“, - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ კალიბაფმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში.
„ვაშინგტონ პოსტი“ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი დაძაბულობის ფონზე ირანის შესაძლო შურისძიებას სერიოზულად აღიქვამს.
„(შეერთებული შტატების ადმინისტრაციას) უბრალოდ არ ჰყავს ძალები რეგიონში, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი დარტყმა შურისძიების რისკის გარეშე... ჩვენ მოგვიწია ცენტრალური სარდლობის (შეერთებული შტატების სამხედრო ძალების) ჩამორთმევა ძალების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რათა უზრუნველგვეყო მხარდაჭერა ვენესუელაში“, - აღნიშნა გაზეთის წყარომ.
ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“, რომელიც 2025 წლის ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაში გაიგზავნა, ნოემბერში კარიბის ზღვის აუზში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე რჩება. კიდევ ორი ავიამზიდი, „ჯორჯ ვაშინგტონი“ და „აბრამ ლინკოლნი“, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონშია. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებზეა პასუხისმგებელი, რეგიონში „აბრაამ ლინკოლნის“ განლაგების გეგმა არ აქვს.
„პოლიტიკო“ ადრე იუწყებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ძალების არარსებობის გამო, ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლებლობები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ მნიშვნელოვნად შეზღუდულია.




