ირანის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს „როიტერსს“ განუცხადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე დაიმუქრა, რომ ჩაერეოდა.

„თეირანმა რეგიონის ქვეყნებს - საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თურქეთამდე - აცნობა, რომ თუ შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს, ამ ქვეყნებში ამერიკულ ბაზებს თავს დაესხმებიან“, - თქვა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ირანმა ამ მთავრობებს სთხოვა, ეცადონ, თავიდან აიცილონ აშშ-ს შესაძლო თავდასხმა.

ასევე „როიტერის“ მიერ გავრცელებული სხვა ინფორმაციის თანახმად, ყატარში არსებული აშშ-ის საჰაერო ბაზის  ზოგიერთ მოსამსახურეს ბაზის ტერიტორიის ოთხშაბათ საღამომდე დატოვება ურჩიეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ დოჰაში აშშ-ის საელჩომ ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გააკეთა.

ყატარის ალ უდეიდის ბაზა  არის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა, სადაც დაახლოებით 10 000 ჯარისკაცია განთავსებული. მანამდე, ივნისში ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების წინ, რეგიონში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაიყვანეს.