აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმმა ფილმ "უბრალო შემთხვევის" ოსკარზე ნომინირებული ერთ-ერთი სცენარისტი, მეჰდი მაჰმუდიანი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე თეირანში დააკავა.

კოლეგების თქმით, მეჰდი მაჰმუდიანი შაბათს დააკავეს, თუმცა, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ დეტალები ამ დრომდე უცნობია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან და კიდევ 16-მა პირმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ხამენეისა და დემონსტრანტების მიმართ რეჟიმის ძალადობრივ რეპრესიებს გმობდნენ. ირანელი სცენარისტის გარდა რეჟიმმა განცხადების კიდევ ორი ხელმომწერი დააკავა.

ცნობისთვის, "უბრალო შემთხვევა" საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიებში ოსკარზეა ნომინირებული.