ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საედ ხათიბზადე აცხადებს, რომ თეირანმა თეთრ სახლს გაუგზავნა მესიჯი, რომ  შეუძლებელია ერთდროულად გქონდეს ნამცხვარი და თან ის ჭამო. ამის შესახებ საედ ხათიბზადემ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გზავნილი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელმა ლიბანზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა.

"შეუძლებელია, მოითხოვო ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ დათანხმდე პირობებს, დაეთანხმო ყველა რაიონში ცეცხლის შეწყვეტას, კონკრეტულად ლიბანიც დაასახელო, შემდეგ კი შენმა მოკავშირემ დაიწყოს ხოცვა-ჟლეტა", – განაცხადა საედ ხათიბზადემ.

მისი თქმით, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული დარტყმები "გენოციდის ტოლფასია".

ისრაელში აცხადებენ, რომ მათი იერიშები მიმართულია "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.