ამის შესახებ საუბარია ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის, „ეროვნული თავდაცვის“ 30-დღიანი ღონისძიებების აღსანიშნავად მიწერილ მიმართვაში, რომელიც სახელმწიფო რადიოტელეკომპანიამ გაავრცელა.
ომმა „კრიტიკულ ეტაპს“ მიაღწია, განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, 30-დღიანი „ეროვნული თავდაცვის“ აღსანიშნავ მიმართვაში.
ღალიბაფმა შეაქო „სახალხო მობილიზაცია“ და გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მოლაპარაკებების საფარქვეშ „კაპიტულაციის პირობების“ პოპულარიზაციისგან თავი შეეკავებინა. მისი მტკიცებით, „ამ 30 ღამის განმავლობაში ქუჩები გახდა იმ ერის სოციალური სიძლიერის გამოვლინება და ასახვა, რომელიც დამარცხებას არ იცნობს“, ხოლო
ირანის მოსახლეობის საჯარო მიტინგებმა და სლოგანებმა, როგორიცაა „არანაირი კომპრომისი, არანაირი კაპიტულაცია, ბრძოლა ამერიკის წინააღმდეგ“, თითქოსდა, „ძალა შემატა რაკეტებს“.
ღალიბაფმა თავის მიმართვაში ასევე მოიხსენია „შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წარუმატებლობა“ და აღნიშნა, რომ „ამერიკული ძალაუფლების სიმბოლოებმა, F-35 გამანადგურებლებიდან დაწყებული ავიამზიდებითა და რეგიონული ბაზებით დამთავრებული, სერიოზული დანაკარგები განიცადა“, და დასძინა, რომ ისრაელზე დარტყმები „ეფექტური, ზუსტი და ფუნდამენტური“ იყო.
ამავდროულად, მან ვაშინგტონი დიპლომატიაში ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალების გაგზავნაში დაადანაშაულა: „მტერი საჯაროდ აგზავნის სიგნალებს მოლაპარაკებებისა და დიალოგის შესახებ... მაგრამ ამავდროულად, ის ფარულად ამზადებს სახმელეთო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ“.
ღალიბაფმა უარყო აშშ-ის მიერ ომში მიღწეული წარმატებების შესახებ ინფორმაცია და განაცხადა: „ამერიკა თავის სურვილებს და იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია, 15-პუნქტიანი სიის სახით აყალიბებს და ამის დიპლომატიის გზით მიღწევას ცდილობს“. მან გააფრთხილა, რომ ირანის კაპიტულაციისკენ იძულების ნებისმიერი მცდელობა წინააღმდეგობას წააწყდება: „სანამ ამერიკელები ირანის კაპიტულაციას ცდილობენ, ჩვენი პასუხი ნათელია: „ჩვენ არ დანებდებით“.
„ჩვენ ჩართულები ვართ დიდ მსოფლიო ომში და უნდა მოვემზადოთ მწვერვალისკენ მიმავალი გრძელი, რთული და გამომწვევი გზის გასავლელად“, - განაცხადა ღალიბაფმა. „ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი უფლებები, დავსაჯოთ შეერთებული შტატები და ვაიძულოთ ის მოინანიოს თავისი ქმედებები, რათა მან აღარ გაბედოს ირანზე თავდასხმა. ჩვენ ამ ომიდან არ გამოვალთ სხვაგვარად, თუ არა როგორც გამარჯვებულები“.
ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის ძალები მზად არიან შემდგომი ესკალაციისთვის: „ჩვენი ხალხი ელოდება ამერიკელი ჯარისკაცების შესვლას, რათა ცეცხლს მისცენ ისინიო“. მან ასევე განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები და სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება.




