ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ თქვა, რომ აშშ-მ ირანის წინადადებაზე პასუხი პაკისტანს გადასცა და თეირანი ამჟამად ვაშინგტონის პასუხს განიხილავს. ამის შესახებ ბაყაიმ სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

ბაყაის თქმით, ირანის შეთავაზებული წინადადება ბირთვული შეიარაღების საკითხს არ მოიცავს და მხოლოდ ომის დასრულებას ეხება.

"ჩვენი 14-პუნქტიანი გეგმა ექსკლუზიურად ომის დასრულებაზე ამახვილებს ყურადღებას და არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ბირთვულ სფეროს ეხება. ამ ეტაპზე, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია რეგიონში, მათ შორის, ლიბანში ომის დასრულების დეტალებზე". - თქვა ბაყაიმ. 

ბაყაიმ ასევე დაამატა, რომ ჰორმუზის სრუტის განაღმვა გეგმის ნაწილი არ არის. 

"აშშ-ს მხრიდან ჰორმუზის სრუტის განაღმვის მტკიცება ფუნდამენტურად არ წარმოადგენს ჩვენი გეგმის ნაწილს". - თქვა ბაყაიმ. 

როგორც Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა ირანელმა მაღალჩინოსანმა თქვა, თეირანს მიაჩნია, რომ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მოგვიანებით განხილვის შეთავაზება შეთანხმების მისაღწევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ამ ჩარჩოთი უფრო რთულ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპზე გადაიწია, რათა უფრო ხელშემწყობი ატმოსფერო შეიქმნას". - თქვა მაღალჩინოსანმა.