ებრაჰიმ რაისის ნაცვლად დროებით პრეზიდენტად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერი დაინიშნა. მოჰამედ მოჰბერი, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მოვალეობებს 50 დღით ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეასრულებს. იუწყება BBC
მოჰბერი თანამდებობაზე ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანხმობით დაინიშნა. ირანის პოლიტიკური წყობის თანახმად, სახელმწიფო მეთაურად ითვლება ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ხოლო მთავრობის მეთაურად ქვეყნის პრეზიდენტი.
აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა ივნის-ივლისში ჩატარდეს.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.