14 მარტს, ირანის არმია იმუქრება, რომ „ფერფლად აქცევს“ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობისა და ენერგეტიკულ ობიექტებს.
ეს განცხადება ირანის არმიამ დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ გაავრცელა, რომელიც თეირანის კუთვნილ ნავთობის ინფრასტრუქტურას დაემუქრა კუნძულ ხარგზე.
„ყველა ნავთობის, ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტი რეგიონში, რომელიც ნაწილობრივ აშშ-ის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს ეკუთვნის ან ამერიკასთან თანამშრომლობს, დაუყოვნებლივ განადგურდება და ფერფლად იქცევა“, — განაცხადა „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის (რომელიც რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის აფილირებული) პრესსპიკერმა, რომლის სიტყვებსაც ირანული მედია ციტირებს.




