ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის გაყინული აქტივებიდან თანხის მიმღებ კომპანიებს და ქვეყნებს ჰორმუზის სრუტით სარგებლობა აეკრძალებათ.

საინფორმაციო სააგენტო „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ასეთი განცხადება ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, ხათამ ალ-ანბიამ გააკეთა.

სრუტეში შესვლა აეკრძალება „ყველა კომპანიასა და ქვეყანას, რომელიც მიესალმება ტრამპის წინადადებას და გამოიყენებს ირანის მიერ გაყინულ აქტივებს“,  ტრამპის მუქარა წარმოადგენს „უკანონო ქმედებას“ წარმოადგენს, - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ოფიციალური წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ადრე ტრამპი დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის დარტყმებით გემებისა და ტვირთების ნებისმიერი დაზიანებით მიღებული ზარალი გაყინული ირანული აქტივებიდან დაიფარებოდა.