ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან, აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
მისი თქმით, რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი მომავალ სამიტზე მიიწვიოს.
"რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომავალ სამიტზე", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.
draft 🇪🇺parliament resolution be voted tomorrow: "continues to recognise Salome Zourabichvili as the legitimate President of 🇬🇪 & representative of the 🇬🇪 people" calls 🇪🇺Council to invite her to an upcoming summit & to represent 🇬🇪 at the next European Political Community Summit
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 12, 2025