ინდოეთმა წარმატებით გაუშვა ავტომატური მზის სადგური Aditya-L1. გამშვები მანქანა PSLV C57 (სატელიტის გამშვები მანქანა) სადგურთან ერთად კუნძულ შრიჰარიკოტადან გაუშვეს. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) განაცხადა.
"მოწყობილობამ სატელიტი ზუსტად მიიყვანა ორბიტაზე. ინდოეთის პირველმა მზის ობსერვატორიამ დაიწყო გადაადგილება მზე-დედამიწის სისტემის L1 წერტილამდე (ლაგრანგის წერტილის მიდამოში ჰალო ორბიტამდე)," - ნათქვამია განცხადებაში.
L1 დედამიწიდან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სადგური დედამიწის ორბიტაზე 16 დღე უნდა დარჩეს, შემდეგ კი L1-ისკენ კიდევ 110 დღე უნდა იმოძრაოს. თუ მისია წარმატებით დასრულდა, მაშინ სადგური მზეზე უწყვეტ დაკვირვებას სიბნელის გარეშე შეძლებს.
Aditya-L1 ინდოეთის პირველი მისიაა მზის შესასწავლად. მისი მთავარი მიზნებია მზის ქრომოსფეროსა და გვირგვინის შესწავლა, მაგნიტური ველისა და ნაწილაკების ნაკადის გაზომვა.
მის ბორტზე შვიდი ინსტრუმენტია - ოთხი დისტანციური ზონდირებისთვის და სამი ადგილზე დაკვირვებისთვის.




