აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შესახებ. მასკის თქმით, ტრამპი ეთანხმება USAID-ს დახურვას. იუწყება Axios.
"ის შეკეთებას არ ექვემდებარება", - აღნიშნა მასკმა.
მასკმა ეს კომენტარი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობის შედეგების განხილვის დროს გააკეთა.
მასკმა გაიხსენა თავისი საუბრები ტრამპთან USAID-ის შესახებ გვიან ღამით DOGE-ს ყოფილ თანათავმჯდომარესთან ვივეკ რამასვამისთან და სენატორ ჯონი ერნსტთან დისკუსიის დროს.
მისი თქმით, მან პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ სააგენტოს დახურვა სურდა. მასკის თქმით, ტრამპი ამაზე დათანხმდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შენობის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა შეეზღუდათ.