ამის შესახებ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანიის, Neuralink-ის ხელმძღვანელმა შივონ ზილისმა პლატფორმა X-ზე დაწერა. მასკი ტვიტს სიყვარულის გამომხატველი სიმბოლოთი გამოეხმაურა.

შივონ ზილისმა  და ილონ მასკმა თავიანთ მეოთხე შვილს სახელად სელდონ ლიკრგუსი შეურჩიეს

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი თვლის, რომ კაცობრიობა შობადობის შემცირების წინაშე დგას და გამოაცხადა თავისი განზრახვა შვილების დიდი რაოდენობით ყოლაზე.

„ბრავო დიდ ოჯახებს", - თქვა 53 წლის მილიარდერმა სამი წლის წინ. მან შობადობის კლებას უწოდა ცივილიზაციის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი საფრთხე.

ილონ მასკს ექვსი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, სამი - მესამე ქორწინებიდან,   ოთხი კი შივონ ზილისისგან, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. კიდევ ერთი, 5 თვის ასაკის  ბავშვის შესახებ  ეშლი სენტ კლერმა განაცხადა. მასკი მის მამობას არ ადასტურებს, საკითხისთვის ნათლის მოსაფენად სასამართლო სხდომა კი ჯერ არ გამართულა. 

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ილონ მასკმა გაიზიარა ტვიტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ.