ჯორჯ სოროსს სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა, სოროსს სძულს კაცობრიობა, – ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა.

"ჯორჯ სოროსი მაგნეტოს მაგონებს", – დაწერა Twitter-ზე მასკმა.

ამერიკელი მილიარდერის განცხადებას Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსს კარგი განზრახვები აქვს, რასაც მასკი არ დაეთანხმა.

"თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს კარგი ზრახვებია. არ არის კარგი განზრახვები. მას სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა. სოროსს სძულს კაცობრიობა", – აღნიშნა მასკმა.