აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი და მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირის სტრუქტურებს შორის უფლებამოსილების განაწილებას არადემოკრატიულს უწოდებს.
ილონ მასკმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება გააკრიტიკა, რომელიც 27 ნოემბერს შედგა. ეს გახდა მისი მორიგი საჯარო კრიტიკული განცხადება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ.
"ეს არადემოკრატიულია. ევროკავშირის პარლამენტმა უშუალოდ უნდა მისცეს ხმა საკითხებს და არა – გადასცეს უფლებამოსილებები ევროკომისიას", – დაწერა მასკმა და გააზიარა ვიდეო, სადაც კვიპროსელი ევროპარლამენტარი და ყოფილი ბლოგერი ფიდიას პანაიოტუ ახალი ევროკომისიის შემადგენლობისთვის ხმის მიცემის პროცესს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს არ შეუძლიათ, ხმა მისცენ კომისიის ცალკეულ წევრებს და მთელი შემადგენლობა პაკეტურად უნდა დაამტკიცონ.
This is undemocratic. The EU parliament should vote directly on matters, not give up authority to the EU commission. https://t.co/EtCa73M1M3
— Elon Musk (@elonmusk) November 27, 2024