აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებელი კორპორაციისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ მოვლენების უკან მაკრონიც ჩანს.
„კარგია, რომ ახლა სიტუაცია <საქართველოში> უკვე სტაბილურობისკენ მიდის. და ისევ, ხედავთ, მაკრონის ყურები მოჩანს. ვერ ეტევა ადამიანი თავის ქვეყანაში. აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოში. და რა ვნახეთ ცერემონიაზე ღვთისმშობლის ტაძარში. პაპმა ფრანცისკემ უგულებელყო ცერემონია, რა თქმა უნდა, მან არ აპატია მაკრონს ეს ოლიმპიური სირცხვილი (გულისხმობს პარიზის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებულ რელიგიურ სკანდალს - „აიპრესი"). და სწორად მოიქცა. კორსიკაში წავიდა. თითქოს უფრო მტკივნეულად ჩქმეტს სადღაც ერთი ადგილს" - განაცხადა ალიევმა.