დღეს, 26 აგვისტოს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით - ვულოცავ ლაჩინის მოსახლეობას და ყველა აზერბაიჯანელს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუხი და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს, გაუმარჯოს აზერბაიჯანს“-  წერს ილჰამ ალიევი  „ტვიტერზე“. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით , ქალაქ ლაჩინის ცენტრში დღეს აზერბაიჯანის არმიამ აზერბაიჯანის დროშა აღმართა.