აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ერა დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-ყაზახეთის სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საბჭოს მეორე სხდომაზე განაცხადა.
"დღეს იწყება ახალი, ვიტყოდი, რომ დაიწყო კიდეც - მშვიდობის ეტაპი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. და ბოლო შეტაკებიდან სულ რაღაც ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება აჩვენებს, რომ ორივე ქვეყანამ საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკური ნება გამოავლინა", - აღნიშნა ალიევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.







