იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედია ისრაელის პოლიციასა და სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევები იერუსალიმში, რამდენიმე უბანში ჩამოვარდა, მათ შორის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა.
ამასთან, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა ქნესეთთან ახლოსაც.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ რაკეტის ნამსხვრევებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.










