NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა - „უნდა ვიპოვოთ გამბედაობა, რათა აღვმართოთ „თეთრი დროშა“.

„კაპიტულაცია მშვიდობა არ არის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღეს დაასრულოს“, - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.

გენერალურმა მდივანმა, ასევე, მოუწოდა ყველა მოკავშირეს გააგრძელონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, რათა ვაჩვენოთ პრეზიდენტ პუტინს, რომ ის ვერ მიიღებს იმას, რაც სურს ბრძოლის ველზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.