იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07:00-ზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

გამოკითხვის მიხედვით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის კონსერვატიულ კოალიციას შეუძლია, ქვედა პალატაში 465 ადგილიდან 300-ზე მეტი მოიპოვოს.

დილის 11:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.17 პროცენტს შეადგენდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, თანამდებობას დატოვებს.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.