უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად დამატებით 160 მილიონ ევროს გადასცემს.

შმიგალის თქმით, იგი დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ კიოტო ცუჯის, შეხვდა.

"მადლობელი ვარ იაპონიის დელეგაციის დღევანდელი მისიისთვის, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში", – განაცხადა უკრაინის პრემიერ–მინისტრმა.