ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი“ ავრცელებს.

მეხანძრეები მეორე დღეა ებრძვიან ხანძარს ჰონკონგში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში. ქალაქის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა.

გაურკვეველია, რამდენი ადამიანია დაკარგული ან ჩარჩენილი შენობებში. ოფიციოზის თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 279 ადამიანთან არ ხერხდებოდა დაკავშირება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას არ განუახლებია.