ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებისთვის სანქციების ვადა გაახანგრძლივა.

„საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე ფედერაციის საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების დაბრუნება IIHF-ის შეჯიბრებებში ჯერაც არ არის უსაფრთხო, ამიტომ ეს გუნდები 2024/25 წლების სეზონში მონაწილეობას არ მიიღებენ“, - ნათქვამია IIHF-ის პრესრელიზში.

ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წლის გაზაფხულზე შეუჩერა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.

რუსეთს ჩამოართვეს 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვის უფლება. ის ნოვოროსიისკსა და ომსკში უნდა ჩატარებულიყო.

უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სპორტული ფედერაციების უმრავლესობამ რუსეთის სპორტსმენები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს. კერძოდ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებ გუნდს აეკრძალა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები კი გაირიცხნენ ევროპის მთავარი ტურნირებიდან - ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპის ლიგიდან.

ამავდროულად, უკრაინის ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, უკრაინამ ჯგუფის ყველა და მეტოქე - პოლონეთი, კორეა და ესტონეთი დაამარცხა.