საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ ქართველები გადაწყვეტენ, ბლოკის წევრობისკენ გზა არ გააგრძელონ, ქვეყანა სრულად დაკარგავს ფინანსურ მხარდაჭერას.
"გასულ კვირას ჩვენ გავავრცელეთ ციფრი. საქართველომ დაკარგა 121 მილიონი დოლარის ოდენობის ევროკავშირის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე მხარდაჭერას. მთავრობა კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო მეტს დაკარგავს. თქვენ, ქართველები, თუ თქვენი ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა, მაშინ საქართველო დაკარგავს სრულად ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების წინ პერიოდისკენ. შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რასაც ევროკავშირის ახალი წევრები იღებენ, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ეკონომიკის დაბალი განვითარება აქვთ.
მე პოლონელი ვარ, წელს ჩვენ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ევროკავშირში წევრობამ ჩემი ქვეყანა ღრმად გარდაქმნა. მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. პოლონეთი როდესაც შედიოდა ევროკავშირში, მას ჰქონდა მხოლოდ 50 კილომეტრი მაღალი სიჩქარიანი გზატკეცილი, ახლა კი 500 კილომეტრიანი გზატკეცილი გვაქვს. ეს მაგალითი ერგება ცხოვრების ყველა სფეროს. ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტიაა, მაგრამ არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. თქვენი ქვეყნის მომავალს თქვენ გადაწყვეტთ, თუ სად გინდათ, იყოს თქვენი ქვეყანა", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ელჩმა.