ჰავაის კუნძულზე ვულკანმა „კილაუეამ“ ამოფრქვევა დაიწყო, – ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია ნაპრალები ვულკანის კრატერის ძირში, რომლებიც წარმოქმნიან ლავის ნაკადებს კრატერის ზედაპირზე.
ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვულკანის ამოფრქვევა არ უქმნის საფრთხეს მოსახლეობას, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნეს, რომ შესაძლოა, ადამიანებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ.
ამასთან ერთად, ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.