ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური პორტალი algemeen dagblad იტყობინება.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Extinction Rebellion-ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს პოლიციამ 1579 კლიმატაქტივისტი დააკავა. algemeen dagblad-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან მსახიობები კარის ვან ჰაუტენი და ზიგერ სლუტი.
პოლიციის ცნობით, დაკავებულთა უმეტესობა გათავისუფლებულია და არ იდევნება. ამჟამად პოლიციაში მყოფ კლიმატაქტივისტებიდან 40 სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამოა დაკავებული.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ წიაღესეული მოპოვებისთვის სუბსიდიების გამოყოფას აპროტესტებდენ. მათ ჰააგაში ავტომაგისტრალი A-12 გადაკეტეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
Niet iedereen is onder de indruk van de politieinzet van de gemeente Den Haag.
— Extinction Rebellion Nederland (@NLRebellion) May 27, 2023
Wij blijven terugkomen. #A12 #StopFossieleSubsidies pic.twitter.com/qlqsvrNXe7