გრენლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი აცხადებს, რომ კუნძული არ არის „საკუთრების ნაწილი, რომლის ყიდვაც შესაძლებელია“. კოპენჰაგენში ვიზიტისას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრისას, ნილსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ აშშ-ის „უპატივცემულო“ რიტორიკის წინაშე.

„ჩვენ არასდროს ვიქნებით საკუთრების ნაწილი, რომლის ყიდვაც ნებისმიერს შეუძლია და ეს არის გზავნილი, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქნეს გაცნობიერებული“, – განაცხადა ნილსენმა, რომელიც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აპრილში გახდა.

როგორც მედია წერს, ნილსენი გრენლანდიაში ორშაბათს დაბრუნდება დანიის მეფე ფრედერიკთან ერთად, რომელიც კუნძულზე ოთხდღიანი ვიზიტით დარჩება, რაც დანიისა და მის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური კუნძულის, გრენლანდიის ერთიანობის სიმბოლური ჟესტია.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ის ტერიტორია გახდეს. მისი თქმით, ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

თარგმანი: პირველი არხი