გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.