გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ფრონტისპირა ქალაქ ხარკოვს ეწვია. 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოინახულა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, რითაც კიევისადმი ოფიციალური ბერლინის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

ხარკოვში ვიზიტი მიზნად ისახავდა ფრონტისპირა რეგიონებში არსებული მძიმე ვითარებისა და უსაფრთხოების გამოწვევების ადგილზე გაცნობას, განსაკუთრებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული ენერგეტიკული საჭიროებების ფონზე.